ინგრედიენტები :
650 გრ.ფქვილი
3 კვერცხი
250 მლ წყალი
200 გრ.კარაქი
0,5 ჩ კოვზი მარილი
11-1 ჩ.კოვზი თეთრი და შავი სეზამის მარცვლები
გულსართი :
500 გრ.ძროხის რბილი ხორცი
100 გრ. ცხიმი
300 გრ.ხახვი
1 ჩ.კოვზი ძირა
1/4 ჩ.კოვზი შავი დაფქული წიწაკა
1/4 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი
1 ჩ.კოვზი მარილი
მომზადების წესები ;
თასში ჩავდოთ 50 გრ.კარაქი,დავასხათ ცხელი წყალი( 37-40 გრდუსი),ჩავასხათ გათქვეფილი კვერცხი.
3 ჭიქა ფქვილში შევურიოთ მარილი (მეოთხე ჭიქა ფქვილი დაგვჭირდება ფქვილის დასამატებლად და მაგიდაზე მოსაყრელად) და დავასხათ სითხე.მოვზილოთ ცომი. მეოთხე ჭიქაიდან ფქვილი თვალზომით დავყაროთ მაგიდაზე და ცომის მოზელვა
გავაგრძელოთ.მივიღებთ დამყოლ,რბილ,ელასტიურ ცომს.
ცომი შემახვიოთ პარკში და დავასვენოთ. ამასობაში გავადნოთ კარაქი.
ხორცი დავკეპოთ ,შევურიოთ გატარებული ცხიმი,წვრილად დაჭრილი ხახვი და სუნელები.
ცომისაგან მოვამზადოთ 3 გუნდა,თითოეული გავაბრტყელოთ 2 სმ-ის სისქეზე( მაგიდაზე მოვაყაროთ 1 ჩ.კოვზი კარტოფილის სახამებელი),თითოეულს წავუსვათ გამდნარი კარაქი,გავაჩეროთ 5 წუთი და სამივე ფენა ერთმანეთზე დავალაგოთ,გადავახვიოთ რულეტივით და დავყოთ ნაწილად .
შევდოთ საყინულეში 15 წუთი.
თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ და ჩავდოთ გულსართი ,შევახვიოთ სამკუთხედებად
სამსა გამოვაცხოთ 200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.გამოცხობამდე 15 წუთით ადრე წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და მოვაყაროთ სეზამი.