ინგრედიენტები :
700 გრ.ხორცის შერეული ფარში
1 შეკვრა ფენოვანი ცომი
4-5 ცალი პატარა მოხარშული კვერცხი
1 ს.კოვზი ერბო
2 ნაჭერი თეთრი პური
2 ჩ.კოვზი მდოგვი
2 ცალი კვერცხი
1-2 კბილი ნიორი
მარილი გემოვნებით
ნახ.ჩ კოვზი დაფქული შავი წიწაკა
მომზადების წესები :
ტაფაზე დავასხათ ერბო და ოდნავ მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი დაჭყლეტილ ნიორთან ერთად.
მოშუშული ხახვი და ნიორი შევურიოთ ფარშში,დავუმატოთ მარილი,წიწაკა,მდოგვი და ორი ნაჭერი წყალში დამბალი თეთრი პური.
ცომის შუაში მოვათავსოთ ფარში,დავალაგოთ მოხარშული კვერცხები და შევახვიოთ ისე ,როგორ ეს სურათზე არის ნაჩვენები.ღვეზელს ზემოდან ფუნჯით წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი.
ღუმელის ფირფიტაზე დავაფინოთ ქაღალდი,გადავიტანოთ ღვეზელი,ზემოდან გადავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და გამოვაცხოთ 190 გარდუსამდე წინასწარ გახურებულ ღუმელში 25-35 წუთი.