ინგრედიენტები :
350 გრ.ფქვილი ან ცოტა მეტი
1 კვერცხი
130 მლ წყალი
1 ჩ.კოვზი მარილი
გულსართი :
900 გრ.შერეული ფაში( 450 გრ.ძროხის+450 ღორის ხორცი)
1 ცალი ხახვი
90 გრ.წყალი
1 ჩ.კოვზი მარილი
მწიკვი შაქარი
მწიკვი შავი დაფქული წიწაკა
მომზადების წესები :
ფქვილს დავასხათ 30-35 გრადუსზე გაცხელებული წყალი და მოვურიოთ,შემდეგ დავუმატოთ კვერცხი,მარილი , მოვზილოთ .
ცომი გადმოვიტანოთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე,1-2 წუთი ვზილოთ, შემდეგ დავასვენოთ 30 -40 წუთი.
უნდა მივიღოთ პრიალა ცომი,რომელიც ხელზე არ მიგვეკრება.
ფარშს შევურიოთ წვრილ სახეხზე გახეხილი ხახვი,მარილი,წიწაკა,შაქარი და წყალი.
შევახვიოთ პელმენები და ჩავყაროთ ადუღებულ მარილიან წყალში.ვხარშოთ 7-10 წუთი.
პელმენის ფორმა .
ცომი გავყოთ 2 ნაწილად.ორივე გავაბრტყელოთ ,ერთი გადავაფაროთ ფორმას,მოვათავსოთ ფარში ჩაის კოვზით.
გადავაფაროთ ცომის მეორე ნახევარი .
გადავატაროთ საბრტყელებელი.
ფორმა გადმოვაბრუნოთ და პელმენები მაგიდაზე დავყაროთ.