ინგრედიენტები:
1 კგ.ქათამი
300-400 მლ.შეკაზმული ტყემალი
3- კბილი ნიორი
1 კონა ქინძი
მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესები:
ქათამი მოვხარშოთ და გავაგრილოთ.ქათამი დავჭრათ ნაჭრებად.
თასში ჩავასხათ ტყემალი,დავუმატოთ ფქვილი,კოვზით კარგად მოვურიოთ,რომ კოშტები არ ჰქონდეს. დავასხათ 1 ჭიქა ბულიონი,კარგად მოვურიოთ,რომ ფქვილიანი მას კარგად გაიხასნას.
თხევადი ნაზავი მდუღარე ბულიონში ჩავასხათ,თან ვურიოთ და ცეცხლზე გავაჩეროთ 5-10 წუთი.
მზა კერძი შევკაზმოთ ნიორით,მარილითა და პილპილით.მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი.
ცხელ წვნიანში ჩავაწყოთ ქათმის ნაჭრები.
0