ინგრედიენტები:
1 კგ ქათმის ფილე
2 თავი ხახვი
5 კბილი ნიორი
50 გრ.კარაქი
3 ს.კოვზი ზეთი
500 -600 გრ. .არაჟანი
150 მლ წყალი ან იმდენი,რომ მიიღოთ სასურველი კონსისტენცია
1 პატარა კონა ქინძი
სვანური მარილი გემოვნებით( სურვილისამებრ)
მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადენის წესები:
ტაფაზე გავადნოთ კარაქი,მოვასხათ ზეთი და შევწვათ ნაჭრებად დაჭილი ქათმის ფილე.
ფილეს დავამატოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და ცოტა ხანი ვშუშოთ.როგორც კი ხახვი დარბილდება,დავამატოთ ნიორი,არაჟანი,წყალი,მარილი,პილპილი და ცოტა ხანი კიდევ გავაგრძელოთ შუშვა.
ბოლოს მოვაყაროთ ქინძი.
0