ინგრედიენტები :
1 კგ თევზი კობრი,სეზანი ან ამური
2 თავი ხახვი
3 დაფნის ფოთოლი
1 სტაფილო
ოხრახურშის ძირი
ოხრახურში,კამა სურვილისამებრ
1 შეკვრა ჟელატინი
ჩავი წიწაკის მარცვლები
მარილი გემოვნებით
მომზადების წესები :
თევზი გავრეცხოთ,გავასუფთაოთ,ნაწილებად დავჭრათ.
ქვაბში ჩავდოთ 1 კგ.თევზი, დავასხათ 1 ლიტრა წყალი,ჩავდოთ გაფცქვნილი ხახვი,სტაფილო. ოხრახურშის ძირი და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე ერთი საათი.მომზადებამდე რამდენიმე წუთით ადრე დავუმატოთ დაფნის ფოთოლი,წიწაკის მარცვლები და მარილი.
თევზის ბულიონი გადავწუროთ ორმაგ დოლბანდში.ჩავყაროთ მასში თევზის ხორცი და წვრილად დაჭრილი მოხარშული სტაფილო.
ჟელატინი წინასწარ დავალბოთ 50 მლ.გაგრილებულ თევზის ბულიონში.
გაფუებული ჟელატინი კარგად გავხსნათ ლაბაში.
თუ სურვილი გვაქვს ჩავუმატოთ გარეცხილი,წვრილად დაჭრილი მწვანილი.
თევზის ლაბა გადავიტანოთ ფორმაში,გავაფორმოთ სურვილისამებრ და შევდოთ მაცივარში.