ინგრედიენტები:
1 კგ ქათამი
200 გრ წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა
1 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი
30 გრ.ნედლი ქინძი
ნახევარი კონა მწვანე ხახვი
15 გრ.ნიახური
ნახევარი ჭიქა ტყემალი
200 მლ თეთრი ღვინო
აჯიკა და მარილი გემოვნებით
მომზადების წესები:
ქათამი დავჭრათ ნაჭრებად
წვრილად , გრძლად დავჭრათ ბულგარული .
ავიღოთ ღრმა ტაფა და ფენა-ფენა ,შემდეგი თანმიმდევრობით დავალაგოთ ხორცი, მწვანილები , ბულგარული.
ფენებს შორის მოვაყაროთ ტყემალი მარილი მოვასხათ ღვინოში გახსნილი აჯიკა, დავუმტოთ ხმელი ქინძი, დავახუროთ თავსახური და საშუალო ცეცხლზე ვშუშოთ ალკოჰოლის აორთქლებამდე.
კერძი გადმოვიტანოთ კეცზე და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი.
ჩაქინძული ქათმით და სოკოთი მეორე ვერსია
1 ქათამი
2 კონა ქინძი
1 კონა ნიახური
ნახევარი კონა მწვანე ხახვი
3-4 მარცვალი ტყემალი ან ნახევარი ჭიქა დაკურკული ალუბალი
300 გრ.ხის სოკო
პილპილი და მარილი გემოვნებით
100 მლ. ღვინო და 1-2 სუფრის კოვზი ძმარი
მომზადების წესები :
ქათამი გავასუფთავოდ, დავჭრათ .
მწვანილები დავჭრათ უხეშად.
ტაფაქვაბში ფენა-ფენა ჩავაწყოთ ხორცი და მწვანილები. ფენებს შორის მოვაყაროთ დაჭრილი მარილი და წიწაკა. ზემოდან მოვაყაროთ ალუბალი, დავაწყოთ უხეშად დაჭრილი ხის სოკო, ბოლო ფენა უნდა იყოს მწვანილი კერძს მოვასხათ ძმარი და თეთრი ღვინო ,დავახუროთ თავსახური და საშუალო ცეცხლზე ჩავშუშოთ.