ინგრედიენტები:
200-300 გრ ცხიმიანი ბეკონი
ნახ.კილო კარტოფილი
4 პამიდორი
3 თავი ხახვი
3 კბილი ნიორი
1 კონა ოხრახურში
200-250 მლ.წყალი
მარილი,წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესები:
ცხიმიანი ლორის ნაჭრები თხლად დავჭრათ და ღრმა ტაფაში ორივე მხრიდან შევწვათ.
დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ ლორთან ერთად .
კარტოფილი გავთალოთ,დავჭრათ.პამიდორი გავხეხოთ.
კარტოფილი დავაყაროთ ლორს და ვშუშოთ კიდევ 5 წუთი.ბოლოს დავუმატოთ გახეხილი პამიდორი,წყალი და დაბალ ცეცხლზე ჩავშუშოთ კარტოფილის მომზადებამდე.
კერძის მომზადებამდე 2 წუთით ადრე ჩავამატოთ დაჭრილი მწვანილი,ნიორი,მარილი და წიწაკა.
0