ინგრედიენტები :
3 კგ მწვანე პამიდორი
500-600 გრ.ნიახური
500-600 გრ.ოხრახურში
200 გრ.კამა
100-120 გრ.ნიორი
10 დაფნის ფოთოლი
წითელი წიწაკა გემოვნებით
3 ლ.წყალი
180 გრ.მარილი ან გემოვნებით
1,5 ჩ.კოვზი შაქარი
მომზადების წესები :
მკვახე პამიდორი ჩავჭრათ შუაში.
მწვანილები გავრეცხოთ,დავჭრათ ფოთლები და ღეროები შევინახოთ.
მწვანილის ფოთლები ნიორთან ერთად გადავანაწილოთ პამიდვრის ჩაჭრილ გულში.
მინის ქილებში ერთ ფენად ჩავაწყოთ პამიდვრები,დავაყაროთ მწვანილის ღეროები,ნიორი,დაფნის ფოთოლი,წიწაკა.
ასეთი თანმიმდევრობით ჩავაწყოთ რამდენიმე ფენა.
ავადუღოთ მარილიანი წყალი( 1 ლიტრა წყალს დავუმატოთ 1 ჩ.კოვზი შაქარი და 60 გრ.მარილი),გავაციოთ , დავასხათ პამიდვრებს ისე,რომ დავფაროთ და მოვხუფოთ.
0