ინგრედიენტები :
2 კგ.ისპანახი
500 გრ.ნიგოზი
1 თავი ნიორი
200 გრ.ცოცხალი ქინძი
3-4 ღერი ნიახური
1ჩ.კოვზი უცხო სუნელი
1ჩ.კოვზი ხმელი ქინძი
1/2 ჩ.კოვზი დაღერღილი წიწაკა
მარილი გემოვნებით
1 ცალი ბროწეულის მარცვლები
მომზადების წესები :
ისპანახის ფოთლები კარგად გავრეცხოთ და მდუღარე წყალში მოვთუთქოთ.
ისპანახთან ერთად მოვთუთქოთ ნიახურიც.
მოთუთქული ფოთლები გავაციოთ,გავწუროთ და ხორცსაკეპში გავატაროთ ქინძთან,ნიორთან და ნიგოზთან ერთად.
მიღებულ მასას მოვაყაროთ სუნელები,მარილი,დაღერღილი წიწაკა და კარგად შევურიოთ ერთმანეთს.
სუფრაზე მიტანის წინ გავაფორმოთ ბროწეულის მარცვლებით და მივცეთ სასურველი ფორმა.
რჩევა: ისპანახის ფხალს ძმარი არ დავუმატოთ.
ისპანახი ხახვით
მოთუშული ისპანახის ფოთლები გავატაროთ ხორცსაკეპში,დავუმატოთ ზეთში მოთუშული ხახვი,
დანაყილი ნიორი,წვრილად დაჭრილი ცოცხალი ქინძი,მარილი და პილპილი გემოვნებით.