ინგრედიენტები:
600 გრ.ფქვილი
150 გრ.კარაქი
220 გრ.შაქარი
200 მლ .რძე
3 კვერცხი
11 გრ.საფუარი
2 გრ.მარილი
შიგთავსი :
250 გრ.ყავისფერი შაქარი
200 გრ.კარაქი
120 გრ.ფქვილი
10 გრ.დარიჩინი
ვანილი
ხავიწის მინანაქარი:
150 გრ. შაქარი
100 მლ.რძე
50 გრ.კარაქი
2 ს/კ ფქვილი
1ჩ/კ ლიმონი
ქადა
მომზადების წესები:
ცომის მოსაზელად მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ.
მშრალ მასას დავასხათ თბილი რძე,კვერცხი ,მოვზილოთ და ბოლოს შევაზილოთ გამდნარი კარაქი.
ქვაბში მოვათავსოთ ერბო,დავუმატოთ რძე,მარილი გემოვნებით,შემოვდგათ ცეცხლზე.როცა ერბო გადნება ჩავამატოთ ფქვლი,გამუდმებით ვურიოთ,ფქვილი უნდა მოიხარშოს.შიგთავსი, როგორს კი შესქელდება და დუღილს დაიწყებს,ცეცხლიდან გადმოვდგათ.
ცომი გავაბრტყელოთ და მივცეთ ოთხკუთხედი ფორმა,ზემოდან მთელ სიგრძეზე დავდოთ შიგთავსი და გადავახვიოთ რულეტივით.
დავჭრათ სასურველ ზომებად.გამოვაცხოთ 200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 15-20 წუთი.
გამომცხვარ ქადებს ზემოდან დავასხათ ხავიწის მიონანაქარი.
ხავიწის მინანქრის მომზადება:
ტაფაში ჩავყაროთ შაქარი,დავასხათ რძე,ჩავდოთ კარაქი.როგორც კი წამოდუღდება ,გადმოვდგათ,კოვზობით დავუმატოთ ფქვილი, კარგად გავხასნათ,დაბალ ცეცხლზე მოვშუშოთ და ბოლოს დავამატოთ ვანილი,ლიმონის წვენი.
წყარო: იუთუბი ,გადაცემა გურმანია 2015 წელი