ინგრედიენტები:
500 გრ. ხის სოკო
1 კონა ტარხუნა
1 კონა ქინძი
1 კონა მწვანე ხახვი
1-2 კბილი ნიორი
1-2 მწვანე მწარე წიწაკა
3-4 კვერცხი
150-200 გრ .იმერული ყველი
ან სულგუნი
80 გრ. კარაქი
1 ს.კოვზი ზეთი
მარილი გემოვნებით
მომზადების წესები:
სოკო და მწვანე ხახვი დავჭრათ .
გახურებულ ღრმა ტაფის ძირში ზეთი მოვასხათ,ჩავაგდოთ კარაქი,დავყაროთ სოკო და ხახვი.
ტაფას თავზე დავახუროთ და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე.
წვრილად დაჭრილი მწვანილი,წიწაკა,ნიორი მოვაყაროთ ხახვთან ერთად ჩათუშულ სოკოს და კიდევ გავაგრძელოთ ჩათუშვა 2-3 წუთი.
მოვასხათ ზემოდან ათქვეფილი კვერცხი და თავდახურულ ჭურჭელში გავაჩეროთ დაბალ ცეცხლზე 1 წუთი.
ბოლოს ზემოდან დავალაგოთ თხლად დაჭრილი ყველის ნაჭრები და თავდახურულ ტაფაში დაბალ ცეცხლზე გავაჩეროთ 2-3 წუთი.მოგეწონათ რეცეპტი? გთხოვთ ,გაუზიარეთ მეგობრებს.