ინგრედიენტები:
2 კგ.ქლიავი
2 კგ შაქარი
1 ჭიქა წყალი
1-2 დარიჩინის ჯოხი
ან 0,5 ჩაის კოვზი დაფქული
400 გრ ნიგოზი
მომზადების წესები;
ნიგოზი მოვხალოთ, ქერქი მოვაშოროთ და დავჭრათ ისე,როგორც გოზინაყის მომზადებისას ვჭრით.
გამოვუღოთ ქლიავს კურკები,დავაყაროთ ნიგოზი,შაქარი,დავასხათ წყალი,ჩავყაროთ დარიჩინი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.
როგორც კი ადუღდება,ცეცხლს დავუწიოთ და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთი.
პერიოდულად მოვაშოროთ წარმოქმნილი ქაფი.
ბურაბა ჩავასხათ სტერილურ ბანკებში და მოვხუფოთ.მოგეწონათ რეცეპტი? გთხოვთ ,გაუზიარეთ
მეგობრებს.
შავი ქლიავის მურაბა თხილით
ქლიავს გამოვუღოთ კურკები და შუაში თითოეულს ჩავუდოთ 1 ცალი თხილის გული და მოვამზადოთ ისე,როგორც ეს ზემოთ არის აღნიშნული.
0