ინგრედიენტები:
4 ცალი ბადრიჯანი
20 გრ.ქინძი
15 გრ.პიტნა
30 გრ.ტარხუნა
15 გრ.რეჰანი
3 -4 კბილი ნიორი
1 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი
შავი დაფქული წიწაკა ,მარილი გემოვნებით
მომზადების წესები:
ბადრიჯანი დავჭრათ თხელ და გრძელ ნაჭრებად,შევწვათ ზეთში.
პიტნა და ნიორი დავნაყოთ ერთად.
მაიონეზში შევურიოთ წიწაკა,მარილი,ხმელი ქინძი.
მწვანილები დავჭრათ .ნიორი პიტნასთან ერთდ,მწვანილები შევურიოთ შეკაზმულ მაიონეზს.
მაიონეზიანი საკმაზი შევახვიოთ ბადრიჯნის ნაჭრებში.გავაფორმოთ სურვილისამებრ.
1+