ინგრედიენტები :
3კვერცხი
50 გრ.კარაქი
320 გრ.ფქვილი
250 მლ.(15 %) არაჟანი
200 გრ.შაქარი
ნახ.ჩაის კოვზი სოდა
1,5 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი
2 გრ.მარილი
20 გრ.კაკაო
ინგრედიენტები არაჟნის კრემისათვის :
400 გრ.არაჟანი( 25%)
75 გრ. შაქრის პუდრა
ვანილი ან 5 გრ. შაქრიანი ვანილი
სიროფი:
50 მლ წყალი
50 გრ. შაქარი
ვანილი ან 5 გრ. შაქრიანი ვანილი
დეკორისათვის:
50 გრ.შავი შოკოლადი
50 გრ.ნაღების კარაქი
მომზადების წესები :
ფორმაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი,მოვუსვათ ცხიმი,მოვაყაროთ ფქვილი.
ფქვილი,მარილი,სოდა,გამაფხვიერებელი ერთმანეთს შევურიოთ.
ავთქვიფოთ კვერცხი შაქართან ერთად,შევათქვიფოთ გაზზე გამდნარი,გაგრილებული კარაქი და არაჟანი.
ცომი გავყოთ ორ თანაბარ ნაწილად.ერთერთს დავუმატოთ კაკაო.
საცხობ ფორმაში მონაცვლეობით დავასხათ ერთი სუფრის კოვზი თეთრი და შავი ცომი,ისე როგორც ეს სქემაზე არის ნაჩვენები.
წინასწარ გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 160 გრადუსზე 45-50 წუთი.
მოვამზადოთ კრემი:
სქელი არაჟანი 5-6 საათი გავაციოთ მაცივარში.თუ არაჟანი სქელი არ გვაქვს,
მაშინ დოლბანდში მოვათავსოთ,შევკრათ და დავკიდოთ,სანამ არ დაიწურება.
თასი ,რომელშიც აუნდა მოვამზადოთ კრემი ,შევდოთ რამდენიმე საათი მაცივარში.
არაჟანი,ვანილი,შაქრის პუდრა( შაქრის ფხვნილი არ შეიძლება}ავთფვიფოთ მიქსერით,ჯერ დაბალ სიჩქარეზე,შემდეგ კი სიჩქარეს მოვუმატოთ.
წყალი,ვანილი,შაქარი შევურიოთ და მოვადუღოთ სიროფი.
სიროფი გავაგრილოთ.
წყლის აბაზანაზე გავადნოთ შავი შოკოლადი კარაქთან ერთად.
ბისკვიტი გავჭრათ შუაზე და ორივე ნახევარი სიროფით დავნამოთ.
ტორტს ზემოდან,შუაში,გვერდებზე წავუსვათ კრემი და გავაფორმოთ
შოკოლადით.