ინგრედიენტები:
1 კგ ქამა სოკო
500 გრ.სულგუნი
ზეთი
მარილი გემოვნებით
შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესები:
გავრეცხოთ სოკო,მოვაცილოთ ფეხები,დავალაგოთ კეცზე ზურგებით ერთ ფენად,მოვაყაროთ მარილი,მოვასხათ ზეთი და 250 გრადუსზე ჰაერღუმელში გამოვაცხოთ 5 წუთი.
თუ სამარხვო კერძს ვამზადებთ სოკოს ქუდებში ყველი არ მოვათავსოთ.
სოკო ოდნავ რომ მოიბრაწება ,ქუდები შევავსოთ კუბებად დაჭრილი სოკოთი და კვლავ შევდგათ ღუმელში დაახლოებით 2 წუთი.
სულგუნი რომ მოიბრაწება,კერძი მზად არის და მაშინვე სუფრაზე მივიტანოთ .
შესაძლებელია სოკო იგივე წესით შევწვათ სქელძირიან ტაფაზე.
0