ინგრედიენტები:
1,5 კგ.ძროხის ჩლიქები,ფაშვი,ნაწლავი
15-20 კბილი ნიორი
რძე
მარილი გემოვნებით
მომზადების წესები:
ჩლიქები,ფაშვი, ნაწლავი კარგად გავრეცხოთ ცივ წყალში , გამდინარე წყლის ქვეშ გავაჩეროთ ნახევარი საათი თავისებური სუნის გაქრობამდე და დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად.
ხორცის ნაჭრები ჩავყაროთ მდუღარე წყლით სავსე ქვაბში,ავადუღოთ და წყალი გადავღვაროთ.
კვლავ დავასხათ ადუღებუყლი წყალი და ვხარშოთ 6 საათი.
მიღებული წვენიდან ამოვიღოთ ჩლიქები,ძვლები,ნაწლავისა და ფაშვის ნაწილები .
სითხე გავატაროთ საცერში ან დოლბანდში.ჩლიქებს ძვალი მოვაშოროთ და დავჭრათ .
ხაში შევაზავოთ მარილითა და დანაყილი ნივრით.
სუფრაზე ცალკე მივიტანოთ დანაყილი ნიორი და რძე.
0