images (32)
5/5

მწვადის ჩაშუშული -თანამედროვე ქართული სამზარეულო

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები:

1 კგ. ღორის ხორცი

50 გრ.ხახვი

2 ც. დაფნის ფოთოლი

რამოდენიმე მარცვალი ბაჰარი

მარილი,პილპილი გემოვნებით

წითელი მშრალი ღვინო გემოვნებით

ან ძმარი.

ინგრედიენტები სოუსისათვის :

4 საშუალო  ზომის წვნიანი პამიდორი

2 ხახვი

2 ს.კოვზი კარაქი

1 ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

მარილი,დაღერღილი წიწაკა გემოვნებით.

მომზადების წესები :

თავდაპირველად მოვამზადოთ ბასთურმა და შევწვათ მწვადი .

გასუფთავებული და გარეცხილი ხორცი დავჭრათ 50-50 გრამიან ნაჭრებად.

ღრმა თასში მოვათავსოთ ხორცი,დავუმატოთ რგოლებად დაჭრილი ხახვი,ბაჰარი,დაფნის ფოთოლი, დავასხათ იმდენი ღვინო,რომ ხორცი არ დაიფაროს.

გავაჩეროთ მაცივარში 6-7 საათი და დროდადრო ამოვურიოთ.

ჩაბასტურმებული ხორცს მოვაყაროთ მარილი ,წიწაკა და შევწვათ ტაფაში საშუალო ცეცხლზე.

ხორცი შეგვიძლია წამოვაგოთ შამფურზე ან წალამზე და შევწვათ მაყალზე .

პამიდორი გავფცქვათ და  კუბებად დავჭრათ. ხახვი კი  წვრილად და გრძლად  .

ტაფა-ქვაბში გავადნოთ კარაქი  და მასში  ხახვი ოდნავ მოვშუშოთ.შემდეგ დავუმატოთ მწვადის ნაჭრები,დავაყაროთ წვრილად დაჭრილი პომიდორი და საშუალო ცეცხლზე ვშუშოთ 5-10 წუთი.

ბოლოს კერძი შევაზავოთ სანელებლებით  ,ცეცხლზე გავაჩეროთ 1 წუთი და გადმოვდგათ. მოვრთოთ მწვანილის ფოთლებით.

 

 

 

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here