ინგრედიენტები:
1 კგ ზუთხი
1 თავი ხახვი
5 გრ.პილპილის მარცვლები
2 ცალი დაფნის ფოთოლი
1 ს.კ. ძმარი
ინგრედიენტები მარინადისათვის:
4 ცალი პატარა ბულგარული წითელი წიწაკა
ან 2 ცალი პატარა ბულგარული მწვანე წიწაკა და 2 ცალი
პატარა წითელი ბულგაული წიწაკა.
20 გრ.ნიორი
30 გრ.ქინძი
200 მლ.ძმარი
მომზადების წესები:
დაღერღილი წიწაკა და მარილი გემოვნებით
ზუთხი გავრეცხოთ,დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად.
ქვაბში ჩავასხათ წყალი,დავუმატოთ ძმარი,მარილი გემოვნებით,პილპილის მარცვლები,დაფნის ფოთლები,1 თავი ხახვი და მოვხარშოთ ზუთხი.თევზს წყალი ოდნავ უნდა ფარავდეს.
თევზს წყალი გადავუწუროთ,გავაგრილოთ,გამოვაცალოთ ძვლები,დავჭრათ ხრტილებიანად,სასურველი ზომის ნაჭრებად.
ცალკე თასში ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა,დავუმატოთ დანაყილი ნიორი,წვრილად დაჭრილი ქინძი,ძმარი,წიწაკა და მარილი.
ზუთხის ნაჭრებს მოვაყაროთ ძმრიანი მასა,ავურიოთ და სუფრაზე მივიტანოთ თასით.გავაფორმოთ ლიმონითა და ბულგარული წიწაკით.
ზუთხის მწვადი:
1-1,5 კგ.ზუთხი დავჭრათ 6-6 სმ-ის სიგრძისა და სიგანის ნაჭრებად.
2 თავი ხახვი დავჭრათ ალყა-ალყად,მოვჭყლიტოთ ხელით,რომ წვენი გამოუშვას.
6 მარცვალი თეთრი წიწაკა დავფქვათ.
ზუთხის ნაჭრებს მოვასხათ 2 ს.კოვზი ზეითუნის ზეთი,1/2 ლიმონის წვენი,მოვაყაროთ მარილი გემოვნებით,თეთრი წიწაკა.
დაჭრილი ზუთხის ნაჭრებს დავასხათ ღვინო და მოვაყაროთ ხახვი.ზუთხი დავამარინადოთ თავდახურულ ჭურჭელში 2 საათი.
თევზის ნაჭრები წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ.