ინგრედიენტები :
5 კგ პამიდორი
2 კგ წითელი ბულგარული წიწაკა
500 გრ ხახვი
500 გრ ვაშლი( სასურველია მჟავე)
300 გრ.შაქარი
5-6 კბილი ნიორი
2 ცალი წითელი მწარე წიწაკა ან გემოვნებით
მარილი გემოვნებით
1/2 ჩ.კოვზი მიხაკი
1ჩ.კ დარიჩინი
1/2 ჩ.კოვზი ჯავზი
10 ცალი ბაჰარი ე.წ “დუშისტი პერეცი”
70 მლ. ვაშლის ძმარი
4 ს.კოვზი სახამებელი (საჭიროებისამებრ)
მომზადების წესები :
პირველ რიგში შევარჩიოთ მწიფე და წითელი პამიდორი.სასურველია, პამიდორი არ იყოს ძალიან წვნიანი.
ვაშლი,პამიდორი,ტკბილი წითელი წიწაკა გავჭრათ 4 ნაწილად,ჩავყაროთ ალუმინის ქვაბში ,დავუმატოთ შაქარი,წიწაკა,ბაჰარი და წამოვადუღოთ.როგორც კი წამოდუღდება,ცეცხლს დავუწიოთ და 1,5 სთ. დავხარშოთ .
ნიორი შევახვიოთ მარლაში და ჩავახარშოთ კეჩუბში.ნიორთან ერთად შეგვიძლია,მარლაში გამოვკრათ მიხაკის მარცვლები და ბაჰარი.
დროდადრო ვურიოთ,რომ არ მიიწვას ქვაბის ძირზე. მზა მასას დავაყაროთ სუნელები და გავაგრილოთ.
კეტჩუბი გავატაროთ საცერში,დავუმატოთ ძმარი ,ჩავასხათ მშრალ ქილებში,მოვხუფოთ და შევინახოთ გრილ ადგილას.
თუ პომიდვრის საწებელი ვაშლით თხელი გამოგვივიდა,მაშინ 4 ს.კ.სახამებელი გავხსნათ გაგრილებულ კეჩუბში,ჩავამატოთ მთლიან მასას და წამოვადუღოთ.
ზოგიერთი რეცეპტით კეტჩუბს ,პომიდვრის საწებელს ნიორს არ უმატებენ.თუ თქვენ ასეთი კეტჩუბი მოგწონთ,შეგიძლიათ ნივრის კბილები არ ჩაახარშოთ.