ინგრედიენტები:
შერეული ფარში 1 კგ
ბარდა 100 გრ
კაპერსი 20 გრ
სიმინდის მარინადი 50 გრ
ლუდი 100 მლ
წითელი ბულგარულ;ი 1 ცალი
ხახვი 1/2 თავი
მწვანე ხახვი 1/2 კონა
პილპილი 2 გრ
დარიჩინი 2 გრ
სვანური მარილი გემოვნებით
მარილი გემოვნებით
თაშმიჯაბი:
კარტოფილი 3 ცალი
ჭყინტი ყველი 300 გრ
მომზადების წესები:
კარტოფილი კარგად გავრეცხოთ და მუნდირით მოვხარშოთ.
ყველი გავხეხოთ.
მოხარშული კარტოფილი გავფცქვნათ,ჩავდოთ სქელძირიან ქვაბში და ჩავჭყლიტოთ.
ქვაბი შემოვდგათ ცეცხლზე,კარტოფილი შევათბოთ,დავაყაროთ გახეხილი ჭყინტი ყველი, მოვაყაროთ მარილი და შევაზილოთ ერთმანეთს.
თავდაპირველად მოვამზადოთ თაშმიჯაბი.
შერეულ ფარშს( საქონლის და ღორის ხორცი) დავუმატოთ,ბარდა,კაპერსი,უხეშად დაჭილი სიმინდის მარინადი,კუბებად დაჭრილი ბულგარული,ხახვი,მწვანე ხახვი და შევაზავოთ სუნელებით.
ბოლოს დავუმატოთ ლუდი და კარგად მოვურიოთ.
საცხობ ფორმაში პირველ ფენად თანაბრად გადავანაწილოთ შეკაზმული ფარში და ზემოდან მეორე ფენად მოვათავსოთ თაშმიჯაბი.
ვაცხობთ 170 გრადუსზე 40 წუთი.
წყარო: გურმანია 26 აპრილი 2015 წელი