ინგრედიენტები:
500 -550 გრ.ფქვილი
1 ჭიქა რძე
მწიკვი მარილი
1 კვერცხი
2 ს.კოვზი ზეთი
შიგთავსისათვის:
500 გრ.სულგუნის ყველი
50 გრ.კარაქი
ზოგიერთი დიასახლისი 500 გრ.გახეხილ სულგუნს უმატებს რამოდენიმე ტოტს მწვანე ხახვს და კამას.
სოუსისათვის:
200 გრ არაჟანი
1 ჩ.კოვზი აჯიკა
მომზადების წესები:
რძეში ავთქვიფოთ კვერცხი.ფქვილს მოვაყაროთ მარილი და
ზეთიანი ხელებით მოვზილოთ ელასტიური,რბილი ცომი.
ცომს გადავაფაროთ ტილო და დავასვენოთ.
სულგუნი გავხეხოთ,ხელით შევაზილოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი და მოვამზადოთ პატარა ყველის ბურთები.
ცომი გავაბრტყელოთ,ჭიქით გამოვჭრათ რგოლები.ჩავდოთ ყველის ბურთულები,მოვუკრათ პირი
ხელით გავაბრტყელოთ და მივცეთ მრგვალი ფორმა,როგორც სურათზეა ნაჩვენები.
კვარი მოვხარშოთ მარილიან წყალში.ზემოდან მოვასხათ გაზზე გამდნარი კარაქი.
არაჟანს შევურიოთ აჯიკა.
მივირთვათ კვარი ცხარე არაჟნის სოუსთან ერთად.
შესაძლებელია მოაყაროთ მარტო შავი დაფქული წიწაკა და მოასხათ ზეთი.