2222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222-o8le798wbrct62r75q6wb30o1sbgscjpjkg55weop4
5/5

ქიში სვანური არომატით – ფრანგული ღვეზელი ქართული გემოთი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები:

300 გრ.ფქვილი

250 გრ.მარგარინი

100 მლ.წყალი

2 გრ.მარილი

შიგთავსი:

150 გრ.საქონლის რბილი ხორცი

100 მლ ნაღები

2 კვერცხი

2 წითელი ბულგარული

1 მწვანე ბულგარული

1 სტაფილო

1 კონა მწვანე ხახვი

1 ცალი მწვანე წიწაკა

1 თავი ხახვი

1 კონა ქინძი

სვანური მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები:

ფქვილში ავზილოთ მარგარინი და ხელის თითებით ავაფხვიეროთ.

ნარევს დავუმატოთ ცივი წყალი,მარილი და მოვზილოთ ცომი.

ცომი დავასვენოთ 30 წუთი მაცივარში და მანამდე მოვამზადოთ შიგთავსი ქიშისათვის.

 

წითელი,მწვანე ბულგარული , ,სტაფილო ( დავანაწევროთ ისე,რომ ბულგარულს გაუტოლდეს),

მწვანე ხახვის ღეროები,ნახ.ხახვი,ქინძი ,მწვანე წიწაკა დავჭრათ.

ხორცს მოვაშოროთ ცხიმიანი ნაწილები ,ძარღვები და დავჭრათ რბილი ნაწილი .

ბოსტნეული, მწვანილები და ხორცი ერთმანეთში შევურიოთ.დავასხათ ცალკე ერთმანეთში

ათქვეფილი კვერცხი ნაღებთან ერთად.მოვაყაროთ სვანური მარილი.

შიგთავსი გამოდის თხელი,მაგრამ გამოცხობისას კვერცხი შეკრავს მასას.

ტარტის ფორმაში ჩავაფინოთ გაბრტყელებული ცომი.

ფორმაში ცომი გვარდებზე ბოლომდე  ამოვიყვანოთ.ცომის ძირი ჩანგლით დავჩხვლიტოთ.

ჩავასხათ ჩვენი მომზადებული შიგთავსი და 170 გრადუსზე გამოვაცხოთ 40 წუთი.

 

წყარო: იუთუბი,გურმანია 25 აპრილი 2015

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here