ინგრედიენტები:
200 მლ. წყალი
200 ლ. რძე
10 გრ. საფუარი
15 გრ .შაქარი
10 გრ.მარილი
1 კგ. უმაღლესი ხარისხის ფქვილი
30 გრ.კარაქი ან 60 მლ ზეთი
შიგთავსისათვის:
750 გრ. იმერული ყველი
750 გრ სულგუნი
5 კვერცხი
წასასმელად:
100 გრ.არაჟანი
2 კვერცხის გული
მომზადების წესები:
რძე და წყალი ერთმანეთში შევურიოთ,გავაცხელოთ 30 გრადუსზე,ჩავყაროთ საფუარი,შაქარი და კარგად ავურიოთ.
ფქვილი დიდ თასში ჩავყაროთ,მოვაყაროთ მარილი.ფქვილში ხელით გავაკეთოთ ღრმული და შიგ ჩავასხათ საფუვრიანი მასა.
ღრმულის ნაპირებიდან ფქვილი სითხეს ნელ-ნელა შევურიოთ და მოვზილოთ ერთგვაროვანი ცომი.
ცომს შევაზილოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი ან ზეთი,თავზე დავაფაროთ,დავდგათ თბილ ადგილას.
ამოფუებული ცომი ზეთიანი ხელებით 2-ჯერ ჩავზილოთ 15 წუთიანი შუალედით.
ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.თუ შიგთავსი მშრალი გამოგვივა დავუმატოთ რძე.
ყველი თუ მარილიანია,ჩავალბოთ 3-4 საათი ცივ წყალში და შემდეგ გავხეხოთ.
ამოფუებული ცომი დავყოთ 300 გრამიან გუნდებად.თითოეული გავაბრტყელოთ გრძლად ,მოვათავსოთ 300 გრ.ყველი ისე,რომ ნაპირები ცარიელი დარჩეს.ცომის ნაპირები გადმოვკეცოთ გულისაკენ,თავი ბოლო მოვუკრათ და მივცეთ ნავის ფორმა.
მომზადებული ხაჭაპური მოვათავსოთ საცხობ ფირფიტაზე.ცომს გვერდებზე წავუსვათ არაჟანში ათქვეფილი კვერცხის გული და 250 გრადუსზე გამოვაცხოთ ღუმელში.
გვერდები რომ მოებრაწება,გამოვიღოთ ჰაერღუმელიდან,შუაში ჩავახალოთ კვერცხი და ისევ შევდოთ ღუმელში 2-3 წუთი.
კვერცხი ბოლომდე არ უნდა შევწვათ.აჭარულ ხაჭაპურის ღუმელიდან გამოღებისთანავე გულში ჩავუდოთ კარაქის ნაჭერი.