ინგრედიენტები :
1 კგ ნესვი
1 ჭიქა წყალი
1 კგ შაქარი
1 ლიმონი
1 ჩ.კოვზი დაფქული ჯანჯაფილი
1 შეკვრა შაქრიანი ვანილი
მომზადების წესები :
ნესვს მოვაცალოთ კანი და დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად.
მოვადუღოთ სიროფი.
ნესვის ნაჭრებს დავასხათ ცხელი სიროფი ,გავაჩეროთ 8 საათი და შემდეგ მოვხარშოთ 8-10 წუთი.
ნესვის ნაჭრებს 8-10 წუთი ვადუღებთ დაბალ ცეცხლზე 3-ჯერ 8 საათის შუალედით.
ბოლო დუღილის დროს ჩავუმატებთ ჯანჯაფილს(შეგიძლიათ არც დაუმატოთ),ვანილს,ლიმონის ცედრასა და ლიმონის წვენს.
სუფთა, მშრალ ქილებშო ჩავასხათ ცხელი მურადა და თავი მოუხუფოთ.
1+