ინგრედიენტები
500 მლ.ნაღები 35%
3 კვერცხის გული
300 გრ.შაქარი
2 ავოკადო
50 გრ.თაფლი
1 ლაიმა
1 ლიმონი
მარილი
ავოკადოს რბილობი, თაფლი,შაქარი,ლიმონი და ლაიმას წვენი,ცედრა და მარილი ერთად დავაბლენდეროთ.
კვარცხის გული გავთქვიფოთ,დავასხათ ნაღები , შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე ,მივიყვანოთ ადუღებამდე.როგორც კი პირველივე ბუშტუკები გაჩნდება გადმოვდგათ. ნაყინის მოსამზადებლად დაგვჭირდება მთლიანი მასის 500 მლ.
250 მლ. ნაღები ჩავასხათ ბლენდერში და დავაბლენდეროთ ავოკადოს მასასთან ერთად,რომ გახდეს ერთგვაროვანი.შემდეგ შევურიოთ ნაღების მეორე ნახევარი.თხევადი ნაყინი გადავიტანოთ ჭიქებში და საყინულეში 2 საათი გავყინოთ.
.
0