ინგრდიენტები :
80 გრ.ჟოლო
80 გრ.მაყვალი
3 კვერცხი
36% ნაღები 250 მლ
200 გრ.შაქარი
60 გრ.შოკოლადის ორცხობილა ვანილის კრემით
მომზადების წესები :
ჟოლო და მაყვალი დავაბლენდეროთ.
კვერცხის გული შევურიოთ ნაღებს,დავდგათ ცეცხლზე,განუწყვეტლივ ვურიოთ კოვზით და მივიყვანოთ ადუღებამდე.როგორც კი პირველივე ბუშტუკები გაჩნდება,ცეცხლიდან გადმოვდგათ,რომ კვერცხი არ აგვეჭრას და ნაყინის გემო არ გაგვიფუჭოს.ადუღებამდე მიყვანილი ნაღები ოდნავ გავაციოთ.
ცალკე ამოვიყვანოთ კვერცხის ცილა შაქართან ერთად,შევურიოთ ნაღები და ხილის პიურე , შიგნით ჩავყაროთ მსხვილად დატეხილი ორცხობილები და საყინულეში მოვათავსოთ 1-1,5 საათი.
წყარო :იუთუბი,გადაცემა გურმანია 15 ივნისი 2017წელი
0