ინგრედიენტები :
200 მლ.ნატურალური რძე
250 მლ.მაღალპროცენტიანი ნაღები
4 კვერცხის გული
150 გრ.შაქარი
50 გრამი შავი შოკოლადის ფილა
50 გრ.კაკოს ფხვნილი
ვანილი
მომზადების წესები :
რძე და ნაღები ერთმანეთში შევურიოთ,დავუმატოთ 75 გრ. შაქარი და მივიყვანოთ ადუღებამდე.სითხე ოდნავ გავაგრილოთ.
კვერცხის გულები ავთქვიფოთ დანარჩენ შაქართან ერთად,დავუმატოთ ვანილი, კაკოს ფხვნილი, დავასხათ სითხე, ვთქვიფოთ მიქსერით, შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე,განუწყვეტლივ ვურიოთ შესქელებამდე,არ უნდა ავადუღოთ.შესქელებული მასა გავატაროთ საცერში.ცხელშივე ჩავყაროთ დატეხილი შოკოლადის ფილა და კარგად მოვურიოთ.
ქვაბი წყლიან ჭურჭელში მოვათავსოთ და ისე გავაგრილოთ,შემდეგ გასაყინ ფორმაში გადავიტანოთ და შევდოთ საყინულეში.ყოველ ერთ საათში ერთხელ გამოვიღოთ მაცივრიდან,ავურიოთ და 6 საათში ნაყინი მზად არის.