ინგრედიენტები :
2 კგ გარგარი
2,5 კგ შაქარი
2 -3 ღერი ცოცხალი პიტნა
მომზადების წესები :
გარგარი გავრეცხოთ,გამოვუღოთ კურკები და ფენა- ფენა ჩავალაგოთ მომინანქრებულ თასში.ფენებს შორის მოვაყაროთ შაქარი,ჩავდოთ პიტნა და 8-10 საათი გავაჩეროთ.
გარგარი წვენს გამოიღებს.მოვურიოთ ხის კოვზით.თასი შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე.წვენს ხის კოვზით განუწყვეტლივ ვურიოთ,სანამ შაქარი არ გადნება.
შემდეგ ცეცხლს ავუწიოთ და 15-20 წუთი ვადუღოთ.ქაფი დროდადრო მოვხადოთ.ცეცხლი გამოვრთოთ,პიტნის ღეროები ამოვიღოთ და გარგალის მურაბა გავაციოთ.
გარგალი კვლავ შემოვდგათ ცეცხლზე , ვადუღოთ 10-15 წუთი და გადმოვდგათ ცეცხლიდან,გავაციოთ.ასე მოვიქცევით კიდევ 2-ჯერ.
გარგრის მურაბა გადავიტანოთ ქილაში და მოვხუფოთ.
0