ინგრედიენტები:
3 კგ ბალი
3 ჭიქა წყალი
3 კგ.შაქარი
1 ლიმონი
3 შეკვრა შაქრიანი ვანილი
250 გრ.ნიგოზი ან თხილი სურვილისამებრ
მომზადების წესები:
ბალი გავრეცხოთ,მოვაცალოთ ყუნწები და დავკურკოთ. თუ სურვილი გვაქვს ბლებში კურკების ნაცვლად ჩადოთ დაჭრილი ნიგოზი ან თხილი
მინანქრის დიდ თასში ჩავასხათ წყალი,ჩავყაროთ შაქარი,მოვადუღოთ სიროფი.
ცხელ სიროფში ჩავყაროთ თეთრი ბალი და ვადუღოთ 5 წუთი.ცეცხლი გამოვრთოთ და კარგად გავაციოთ.
ასეთივე პროცედურა ჩავატაროთ კიდევ 4-5 ჯერ.პროცედურებს შორის შუალედი უნდა იყოს 4-5 საათი.
დროდადრო წარმოქმნილი ქაფი მოვხადოთ.
ბოლო დუღილის დროს დავუმატოთ ლიმონის ცედრა,ლიმონის წვენი ან ჩავახარშოთ 1 ცალი ლიმონი(ლიმონს კურკები გამოვუღოთ).
მზა მურაბაში ჩავყაროთ ვანილი,კარგად მოვურიოთ .
თეთრი ბლის მურაბა ცხელი ჩავასხათ ქილებში და მოვხუფოთ.
4+