ინგრედიენტები :
1 კგ მწიფე გარგარი
500 გრ.შაქარი
1/3 ჭიქა წყალი
1 ს.კ ლიმონის წვენი
1ს.კ. ამარეტო(სურვილისამებრ)
მომზადების წესები :
გარგარი გავრეცხოთ,კურკები გამოვაცალოთ,მოვათავსოთ ალუმინის ქვაბში,ჩავასხათ წყალი და დაბალ ცეცხლზე მოვხარშოთ.
მოხარშული გარგარი დავაბლენდეროთ ან საცერში გავატაროთ.წყალი თუ ბევრი მოგვივიდა, გადავწუროთ და შემდეგ დავაბლენდეროთ.
გარგრის პიურეს დავუმატოთ შაქარი და ვადუღოთ გასქელებამდე საშუალო ცეცხლზე.პერიოდულად ვურიოთ ხის კოვზით.
ბოლოს დავუმატოთ ლიმონის წვენი და ამარეტო.
მზა ჯემი ცხელ-ცხელი ჩავასხათ ქილებში და მოვხუფოთ.
რჩევა:
გარგარის ჯემის სისქე დამოკიდებულია ჩვენზე .ზოგს ძალიან თხელი უყვარს,ზოგს კი სქელი.სასურველია,რომ ჯემი 1 საათზე მეტი არ ვადუღოთ.
1+