ინგრედიენტი:
800-1200 გრ.ნაყინი
ნამცხვარი ბრაუნი
იტალიური მერენგა
მომზადების წესები :
თასში ჩავაფინოთ პლასტიკი.ჩავდოთ ნაყინი და ჩავტკეპნოთ.
პლასტიკი თავზე დავაფაროთ და შევდოთ საყინულეში 3 საათი.
გამოვაცხოთ ბრაუნი.
ინგრედიენტები:
150 გრ.შავი შოკოლადი 70%
200 გრ.შაქარი
70 გრ.ფქვილი
2 კვერცხი
170 გრ.კარაქი
100 გრ.თხილი ან ნიგოზი
მწიკვი მარილი
შოკოლადი და კარაქი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე.
კვერცხისაგან და შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი, შევურიოთ შოკოლადის მასაში.
ნარევს შევურიოთ ფქვილი და მარილი.
თხილი მოვხალოთ ტაფაზე, გავაგრილოთ, მსუბუქათ დავაბლენდეროთ,ცომში შევურიოთ.
ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი,წავუსვათ ცხიმი,ჩავასხათ ცომი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი.ნამცხვარი გამოდის სველი,თითქოს ჩავარდნილია.
ბრაუნი გავაგრილოთ და შაბლონის მიხედვით მივცეთ ფორმა.
მოვამზადოთ იტალიური მირენგა.
4 კვერცხის ცილა
200 გრ.შაქარი
100 მლ.წყალი
1ჩ.კოვზი ლიმონის წვენი
100 მლ.წყალი ჩავასხათ ალუმინის ქვაბში,ჩავყაროთ ცენტრში შაქარი,ამით ავიცილებთ შაქრის დაკრისტალებას.ხელი არ ვახლოთ და მაღალ ცეცხლზე მოვადუღოთ სიროფი,სანამ შაქარი არ გადნება.
ცივ წყალში ჩავაწვეთოთ სიროფის წვეთები,თუ წარმოიქმნა თეთრი ფერის რბილი ბურთულები,სიროფი მზადაა.
კვერცხის ცილას დავუმატოთ ლიმონის წვენი და ავთქვიფოთ მყარ პიკამდე.მიქსერით თქვეფა არ შევაჩეროთ და წვრილი ჭავლით ჩავასხათ შაქრის სიროფი.მირენგა ვთქვიფოთ გაცივებამდე ყინულის აბაზანაზე.მოხარშულ ცილოვან კრემს გადავაფაროთ პლასტიკი და შევდოთ მაცივარში.
ავაწყოთ ტორტი.ნაყინიანი თასი გამოვიტანოთ მაცივრიდან, ცეცხლგამძლე, კერამიკულ თეფშზე გადმოვაბრუნოთ.
ზემოდან მოვრთოთ ბეზეთი.
შევდოთ 250 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 3-4 წუთი.
დესერტი დაუყოვნებლივ დავჭრათ,იქვე მივიტანოთ სუფრასთან და მოვირთვათ.