ინგრედიენტები:
საქონლის ხორცი 2 კგ(გულ-მკერდის ნაწილი)
ხახვი 100 გრ
სტაფილო 1 ც
დაფნის ფოთოლი 3 ც
ნიახური 100 გრ
ბაჰარი 15 გრ
ნიორი 50 გრ
მარილი გემოვნებით
მომზადების წესები:
1.გარეცხილი საქონლის ხორცი დავჭრათ ნეკნებიანად და ჩავყაროთ იმხელა ქვაბში,რომ ხორცით ნახევრამდე შეივსოს.
2.ქვაბი შევავსოთ წყლით.დავუმატოთ ოთხად გაჭრილი ხახვის თავი,სტაფილო,დაფნის ფოთოლი,ნიახური,ბაჰარი.
3.ეს ყველაფერი ერთად ავადუღოთ,სანამ ხორცი არ მოიხარშება.დროდადრო ნახარშს ქაფი მოვხადოთ.
4 მოხარშული ხორცი ქაფქირით ამოვიღოთ და სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახურში.
შეგვიძლია ხაშლამის წვენი ჩვენი გემოვნებით შევკაზმოთ მარილითა და ნივრით.
0