ინგრედიენტები:
ალუჩა ან ყვითელი ტყემალი 1,5 კილოგრამი
შაქარი -2 კგ.
წყალი – 1,5 ჩ.ჭიქა
მომზადების წესები :
გარეცხილი ტყემალი ან ალუჩა ხის ჩხირით ჩავჩხვლიტოთ და ჩავყაროთ მომინანქრებულ ქვაბში.
მოვადუღოთ სიროფი და ცხელი დავასხათ ალუჩას.დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ 24 საათი.
სიროფი გადმოვასხათ,მოვადუღოთ და დავასხათ ტყემლებს.გავაჩეროთ ისევ 24 საათი.
მესამე დღეს მოვადუღოთ საშუალო ცეცხლზე,პერიოდულად მოვქაფოთ.
მურაბა გადავიტანოთ ქილებში და მოვხუფოთ.
0