ინგრედიენტები:
400 გრ.ფქვილი
200 გრ.ნაღების კარაქი
2 ს.კ გამაფხვიერებელი
1ს.კოვზი წყალი
4 კვერცხის გული
1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
6 მსხვილი მწვანე ვაშლი
200 გრ.შაქრის პუდრა
გულსართი:
200 გრ.შაქარი
500 გრ.ხაჭო
1 ლიმონის ცედრა
2 ს.კოვზი მანანის ბურღული
ინგრედიენტები ბეზესათვის:
4 კვერცხის ცილა
200 გრ.შაქარი
მომზადების წესები :
თავდაპირველად მოვამზადოთ ფხვიერი ცომი.
ფქვილში ჩავახეხოთ ცივი კარაქი.ხელის თითებით ავაფხვიეროთ.დავუმატოთ შაქრის პუდრა გამაფხვიერებელი,კვერცხის გულები(შეურიეთ 1ს.კოვზი წყალი),ვანილი და სწრაფად მოვზილოთ ძალიან რბილი ცომი .იგი შევდოთ მაცივარში 2 საათი.
შიგთავსის მომზადების წესი:
ხაჭო გავატაროთ საცერში.დავუმატოთ მანანის ბურღული, შაქარი,1 ლიმონის ცედრა.
ვაშლი გავთალოთ და ძალიან თხელ ნაჭრებად დავჭრათ ალყა-ალყად.
მრგვალ ფორმაში (დიამეტრი 28 სმ) ცომი ხელით გავაბრტყელოთ ძირზე და გვერდებიც ამოვუყვანოთ. ძირი ჩანგლით დავჩხვლიტოთ ,შევდოთ 200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 10 წუთი გამოსაცხობად.
10 წუთის შემდეგ გამოვიტანოთ ფორმა ღუმელიდან .სწრაფად ცომის ზემოდან ჯერ მოვათავსოთ ხაჭოს გულსართი ,შემდეგ დავალაგოთ ალყა -ალყა დაჭრილი ვაშლების ნაჭრები.
შევაბრუნოთ ნამცხვარი ღუმელში გამოსაცხობად კიდევ 20-25 წუთი.
ამასობაში მოვამზადოთ კვერცხის ცილითა და შაქრით ბეზე.
ფორმა ისევ გამოვიღოთ ღუმელიდან .ტორტის ზემოდან გადავანაწილოთ თანაბრად ბეზე ,შევაბრუნოთ ღუმელში და გამოვაცხოთ მანამ, სანამ ბეზე გახდება იერუსალიმის ქვის ფერი