ინგრედიენტები :
1 ქათამი ან სოფლის დედალი
100 გრ.ხახვი
5 კვერცხი
20 გრ.კარაქი
3-4 ს.კ ძმარი ან ლიმონის წვენი
100 ფრ ფქვილი
1 კონა ქინძი
მარილი
მომზადების წესები :
დედალი გავასუფთავოთ,გავრეცხოთ,მოვხარშოთ.
გაგრილებული მოხარშული დედალი სასურველი ზომის ნაჭრებად დავჭრათ.ბულიონი გადავწუროთ საცერში ან მარლაში.
გავაცხელოთ ტაფა და წვრილად დაჭრილი ხახვი კარაქში მოვშუშოთ.დავუმატოთ ფქვილი.მიღებული მასა გავხსნათ ბულიონის წვენში.
ბულიონი დავდგათ დაბალ ცეცხზე,ვადუღოთ,მუდვივად ვურიოთ ხის კოვზით,სანამ ფქვილის სუნს არ დაკარგავს.
ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი ძმართან ერთად და შევურიოთ ცოტაოდენი ბულიონი.
ბულიონი ცეცხლიდან გადმოვდგათ ნელ-ნელა შევურიოთ კვერცხიანი მასა და თან ვურიოთ,სანამ სითხე ერთგვაროვანი არ გახდება.დავუმატოთ მარილი გემოვნებით.
სუფრაზე მიტანისას თითოეულ ულუფაში ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
რჩევა :
კერძს უხდება შოთი პური.სუფრაზე მივიტანოთ დედალი და შოთი პური.