ინგრედიენტები :
1 ჩ.კოვზი საფუარი
1 ჭიქა რძე
500-600 გრ.ფქვილი
1 ს.კ. შაქარი
100 გრ.კარაქი
1 კვერცხი
1/4 ჩ.კ.მარილი
ზეთი
ინგრედიენტები შიგთავსისათვის:
3 კონა ტარხუნა
200 გრ.ყველი ან ხაჭო
1 პატარა კონა ქინძი
4 კვერცხი
4-5 ღერი მწვანე ხახვი
ზემოდან წასასმელად :
2 ს.კ.არაჟანი
1 კვერცხის გული
მომზადების წესები:
თბილ რძეში გავხსნათ საფუარი ,შაქარი,მარილი,ცოტა ფქვილი და მოვზილოთ არაჟნის კონსისტენციის მასა.გავაჩეროთ ცოტა ხნით ასაფუებლად.
შემდეგ შევათქვიფოთ კვერცხი.დავუმატოთ ფქვილი და ზეთიანი ხელებით მოვზილოთ ნაზი ცომი.
ცომს გადავაფაროთ ხელსახოცი და დავდოთ ასაფუებლად.
დარბილებული კარაქი გავყოთ 3 ნაწილად.ცომი გავაბრტყელთ ფქვილმოყრილ დაფაზე,წავუსვათ კარაქის ერთი ნაწილი,გადავახვიოთ რულეტივით .
ეს პროცედურა გავიმეოროთ კიდევ 2-ჯერ.შემდეგ ჩავდოთ ცელოფანში და მაცივარში 2 საათი შევდოთ.
დაჭრილ ტარხუნას შევურიოთ გახეხილი ყველი,დაჭრილი მწვანე ხახვი , ქინძი,კვერცხი.თუ შიგთავსი მშრალი გამოგვივა, დავუმატოთ ცოტა არაჟანი
ცომი ორ ნაწილად გავყოთ და გავაბრტყელოთ.
წაიკითხეთ ღვეზელების რეცეპტები .
ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ცომის ერთი ფენა,გადავანაწილოთ ზემოდან თანაბრად შიგთავსი.გადავაფაროთ ცომის მეორე ფენა და ზემოდან წავუსვათ არაჟანში ათქვეფილი კვერცხის გული.
ღვეზელი ზემოდან ჩანგლით დავჩხვლიტოთ და 200-220 გრადუსზე გამოვაცხოთ.
ტარხუნის ღვეზელი შგვიძლია მოვამზადოთ მაწვნის ცომითაც.
ინგრედიენტები მაწვნის ცომისათვის:
500 მლ.მაწონი
1, 5 ჩ.კოვზი სოდა
1 კვერცხი
800 გრ.ფქვილი
100 გრ.კარაქი
1 ჩ .კოვზი მარილი
1ჩ.კოვზი შაქარი
მომზადების წესები :
თასში ჩავასხათ მაწონი,გათქვეფილი კვერცხი,ჩავყაროთ შაქარი,მარილი,ფქვილი,რომელშიც გვაქვს სოდა შერეული და მოვზილოთ ცომი,შევაზილოთ გამდნარი კარაქი.ცომი ვზილოთ 15 წუთი,წავუსვათ ზეთი,გადავაფაროთ ცელოფანი და მაცივრის შუა თაროზე დავდოთ 30 წუთი.