ინგრედიენტები პირველი ვერსიისათვის ;
1 კგ.საქონლის ხორცი
300 გრ.პამიდორი
300 გრ.ნიგოზი
250 გრ.ხახვი
4 კბილი ნიორი
100 გრ.ერბო
1 ჩ.კოვზი ყვითელი ყვავილი
1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი
1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესები :
ხორცი დავჭრათ და მოვხარშოთ.
მოხარშული ხორცი მოვშუშოთ ერბოში, შემდეგ დავაყაროთ დაჭრილი ხახვი და ვშუშოთ ერთად.
პომიდორი გავხეხოთ და დავასხათ ხორცს,დავუწიოთ ცეცხლს და ერთად ვშუშოთ.
ნიგოზი და ნიორი გავატაროთ,დავუმატოთ სუნელები და წიწაკა.ნიგვზიან მასას დავასხათ წვენი იმდენი, რომ მივიღოთ არაჟნის კონსისტენციის მასა.
კერძი ცოტა ხნით გავაჩეროთ ცეცხლზე, გასქელდება, დავუმატოთ მარილი და გადმოვდგათ.
ინგრედიენტები ( მეორე ვერსია) :
1 კგ.ძროხის ხორცი
5 თავი ხახვი
30 გრ.კარაქი
150 გრ.მშრალი წითელი ღვინო
5 სუფრის კოვზი პამიდვრის წვენი
2-3 კბილი ნიორი
400 გრ.პამიდორი
30 გრ.ოხრახურში
2.ჩ.კოვზი ხმელი ქინძი
2 ჩ.კოვზი ხმელი სუნელი
1 ს.კოვზი ყვითელი ყვავილი
აჯიკა/გემოვნებით
80 გრ.გატარებული ნიგოზი
მცენარეული ზეთი
მომზადების წესები :
ძროხის ხორცი დავჭრათ მოგრძო პატარა ნაჭრებად.მოვასხათ ზეთი,მოვაყაროთ შავი დაფქული წიწაკა და 1 საათი გავაჩეროთ.
გახურებულ ტაფაზე ძროხის ხორცის ნაჭრები ცალ-ცალკე, ერთმანეთისაგან დაშორებით დავალაგოთ და შევწვათ ორივე მხრიდან.
ცალკე ღრმა ტაფაზე გავადნოთ კარაქი და მასში კუბებად დაჭრილი ხახვი მოვთუშოთ.
ხახვს მოვასხათ ღვინო და ტაფაზე გადავიტანოთ შემწვარი ხორცის ნაჭრები.
ცეცხლს დავუწიოთ ,ღვინის სუნის გაქრობას დაველოდოთ .კერძს დავუმატოთ პამიდვრის წვენი და გახეხილი პამიდორი.ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი კერძს პომიდორს არ უმატებს .
კერძი დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთი მოვშუშოთ და შემდეგ დავუმატოთ სუნელები,მარილი,აჯიკა .ხარჩოს სულ ბოლოს კი დავამატოთ გატარებული ნიგოზი ნიორთან ერთად. კერძი გასქელდება.
ხარშოს მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახურში,ცეცხლზე 1 წუთი გავაჩეროთ და გადმოვდგათ.