ინგრედიენტები :
250 მლ. კეფირი
1 კვერცხის გული
50 მლ. არაჟანი
1 ს.კოვზი შაქარი
1 ჩაის კოვზი მარილი
1ჩ.კოვზი სოდა
400 გრ.ფქვილი
35 მლ.ზეთი
ინგრედიენტები კომბოსტოს გულსართისათვის :
250 გრ კომბოსტო
70 გრ.ხახვი
75 გრ.სტაფილო
2 ს.კოვზი ტომატ- პასტა
2 გრ.მარილი
2 გრ.შავი დაფქული წიწაკა
35 მლ ზეთი
20 გრ.ნაღების კარაქი
მომზადების წესები :
კეფირი შევათბოთ ცეცხლზე .თბილ კეფირს დავუმარტოთ კვერცხის გული,არაჟანი, სოდა,ზეთი,მარილი,შაქარი,ფქვილი და მოვზილოთ ნაზი ფაფუკი ცომი.
ცომი დავასვენოთ და დავყოთ გუნდებად.
თითოეული გუნდა გავაბრტყელოთ,ჩავდოთ გულსართი,მოვუკრათ პირი და გამოვაცხოთ ტაფაზე ზეთში ორივე მხრიდან.
კომბოსტოს გულსართის მომზადება :
კუბებად დაჭრილი ხახვი მოვთუშოთ ზეთში და კარაქში
ხახვს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კომბოსტო,გახეხილი სტაფილო ,ტომატ- პასტა. ტაფას თავსახური დავაფაროთ და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე.
გულსართს ბოლოში დავუმატოთ მარილი და წიწაკა.