1030b4bbc_660x300
5/5

თაფლის ნამცხვარი სპარტაკი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

100 გრ – 358 კკალ

ინგრედიენტები:

ცომი :

350 გრ.ფქვილი

100 გრ.კარაქი

70 გრ.თაფლი

2 კვერცხი

5 გრ.სოდა

5 გრ. გამაფხვიერებლი

30 გრ. კაკაოს ფხვნილი

150 გრ.შაქარი

მოხარშული არაჟნის კრემი:

350 გრ.20-25% არაჟანი

130 გრ.შაქარი

10 გრ. შაქრიანი ვანილი

20 გრ.სახამებელი  ან ფქვილი

200 გრ.ნაღების კარაქი

1 კვერცხი

მინანქარი:

50 გრ.რძე

50 გრ.კარაქი

30 გრ.კაკაოს ფხვნილი

100 გრ.შაქარი

მომზადების წესები :

ფირფიტების გამოსაცხობად ავიღოთ გასაშლელი ფორმა  20-22 დიამეტრის.

გაცრილ ფქვილში შევურიოთ კაკაოს ფხვილი და გამაფხვიერებელი.

კვერცხები ავთქვიფოთ.

ღრმა ქვაბში შევურიოთ კარაქი ,შაქარი და თაფლი ,შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე.გამდნარ მასაში ჩავასხათ გათქვეფილი კვერცხი,დავუმატოთ სოდა და გავაჩეროთ  ორთქლის აბაზანაზე 5-10 წუთი.მასა აფუვდება.

თხელ მასას დავაყაროთ  ფქვილი და ცომი მოვზილოთ15 წუთი,  გავაციოთ.ცომი გავყოთ  8 გუნდად  და დავალაგოთ ფქვილმოყრილ თეფშზე.შევდოთ 30 წუთი მაცივარში.

მოხარშული არაჟნის კრემი:

არაჟანი,ვანილი,კვერცხი,შაქარი,სახამებელი შევურიოთ ერთმანეთს და შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე.ვურიოთ განუწყვეტლივ კრემის გასქელებამდე.შესქელებულ მასას დაეტყობა სათქვებით ხაზები.გადავიტანოთ სხვა თასში და გავაგრილოთ.

ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ და კოვზობით შევათქვიფოთ გაგრილებული მოხარშული არაჟნის კრემი.

ფქვილმოყრილ დაფაზე გავაბრტყელოთ ცომის გუნდები,გადავიტანოთ საცხობ ქაღალდზე ,დავჩხვლიტოთ ჩანგლით და თითოეული  გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 8-10 წუთი.

გამომცხვარ ფირფიტებზე დავდოთ ფორმის ძირი და ირგვლივ შემოვაჭრათ დანით. ჩამონაჭრელები წვრილად  დავფშვნათ.ფირფიტებს შორის და გვედებზე  წავუსვათ კრემი .ზემოდან მოვასხათ მინანქარი და გვერდებზე მოვაყაროთ წვრილი  ნაფშვენები.ტორტი შევდოთ მაცივარში 10-12 საათი.

მინანქრის მომზადება:

შაქარი და კაკაოს ფხვნილი ერთმანეთში შევურიოთ,დავასხათ რძე და 1-2 წუთი ვადუღოთ ცეცხლზე.შემდეგ ჩავდოთ კარაქი. როცა შეგრილდება,ზემოდან წავუსვათ ტორტ სპარტაკს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1+

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here