Klubnichnyiy-dzhem-retsept-s-foto-696x389 (1)
5/5

მარწყვის მურაბა და ჯემი ვანილის საოცარი არომატით

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

 როდესაც მარწყვის სეზონი მოდის, ჩვენ თვითნასწავლი მზარეულები და დიასახლისები იქვე ვიწყებთ ფიქრს, თუ როგორ მოვამზადოთ მარწყვის მურაბა. გთავაზობთ,მარწყვის მურაბის და ჯემის მომზადების რეცეპტს.

ინგრედიენტები მარწყვის მურაბისათვის :

1 კგ.მარწყვი

1 კგ შაქარი

ნახ.  ჭიქა წყალი

პიტნა , მწვანე ბაზილიკი დარიჩინი ან ვანილი – არომატის გასაძლიერებლად

მომზადების წესები :

მარწყვი გადავარჩიოთ, ჩავყაროთ  საწურში და გავრეცხოთ, ფენა-ფენა ჩავაწყოთ ქვაბში. ფენებს შორის მოვაყაროთ შაქარი.

 ჭურჭელი გავაჩეროთ გრილ  ადგილას რამდენიმე საათით  . მარწყვი წვენს გამოუშვებს და ცალკე გადავწუროთ .

მარწყვის წვენში ჩავასხათ წყალი და მოვადუღოთ,სანამ შაქარი არ გადნება.

ცხელ სიროფში ჩავყაროთ მარწყვი და გავაჩეროთ 4-5 საათი.

ჭურჭელი შემოვდგათ  მაღალ ცეცხლზე, როგორც კი წამოდუღდება დავუწიოთ და   მარწყვი მოვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი, პერიოდულად მოვქაფოთ,  გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაციოთ.

ასეთივე   პროცედურა ჩავატაროთ კიდევ ორჯერ. ბოლო ორი  პროცედურის დროს ჩავახარშოთ პიტნა ან  დავუმატოთ დარიჩინი ან ვანილი.

მარწყვის მურაბის ხარშის დრო ჯამურად არის  40 წუთი.

გავუკეთოთ ქილებს პასტერილიზაცია.წყლით სავსე ჭურჭელში მოვათავსოთ თავსახურავები და ქილები თავით ქვემოთ.ვადუღოთ 10 -15 წუთი.

პასტერილიზებულ ქილებში მოვათავსოთ  მარწყვის მურაბა,,თავი მოვუხუფოთ  და გადმობრუნებული დავდოთ მაგიდაზე გაცივებამდე.

 

მარწყვის ჯემი ვანილის საოცარი არომატით

ინგრედიენტები :

2 კგ.მარწყვი

900 გრ.შაქარი

2 შეკვრა შაქრიანი ვანილი

2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

მომზადების წესები :

მარწყვი გადავარჩიოთ, ყუნწები მოვაშოროთ, დავყაროთ საწურზე, გავრეცხოთ და ცოტა ხნით გავაჩეროთ, რომ წყალი დაიწუროს.

მარწყვს მოვაყაროთ შაქარი, მოვასხათ ლიმონის წვენი,ალუმინის ჭურჭელი შემოვდგათ ბადალ ცეცხლზე და ვადუღოთ . 5 წუთის შემდეგ  დავუმატოთ შაქრიანი ვანილი, და გავაგრძელოთ დუღილი, სანამ მარწყვი არ დარბილდება. ჯემს ვურიოთ ხის კოვზით და ვადუღოთ გასქელებამდე.

ცივი ჯემი გადავიტანოთ სტერილურ ქილებში და მოვხუფოთ.

 

 

2+

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here