ინგრედიენტები:
კალმახი
2-3 კბილი ნიორი
1/2 მწვანე მწარე წიწაკა
ზეითუნის ზეთი
მწვანილი
მარილი
ლიმონი
ბროწეულის მარცვლები
პასტისათვის:
ნიგოზი
2 კბილი ნიორი
ხმელი სუნელი
წყალი
მომზადების წესები:
მოვამზადოთ ნიგვზის პასტა:ნიგოზი , ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპში.ნარევს შევურიოთ ხმელი სუნელი,წყალი დავუმატოთ და მივცეთ პასტის კონსისტენცია.
კალმახი გავასუფთავოთ,გამოვშიგნოთ,გავრეცხოთ,გავამშრალოთ.კალმახს შიგნითა ზედაპირზე მოვაყარო მარილი და წავუსვათ ნიგვზის პასტა.
თევზის მუცელი ამოვავსოთ ქინძის ტოტებით,ნივრითა და წიწაკით, ბროწეულის მარცვლები მოვაყაროთ, მოვასხათ ლიმონის წვენი.
ზემოდან თევზი დავსეროთ ,მოვაპკუროთ ლიმონის წვენი,მოვასხათ ზეითუნის ზეთი .
ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი და წავუსვათ ზეთი.
გადავიტანოთ კალმახი ღუმელის ტაფაზე,შევწვათ 15 წუთი 200 გრადუსზე.
შემწვარ თევზს მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები.
წყარო :იუთუბი,ავტორი შეფ-მზარეული რევაზ თეიმურაზოვი.http://www.aif.ru/food/master/chesnok.