ინგრედიენტები :
300 გრ.კარაქი
6 კვერცხი
300 გრ.შაქრის პუდრა
300 გრ.ფქვილი
1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი
1 ცალი ფორთოხლის ცედრა
1 სუფრის კოვზი ჭარხლის წვენი ან 2 წვეთი ყვითელი საღებავი
1 ს.კოვზი კაკაოს ფხვნილი
ინგრედიენტები განაშისათვის :
200 გრ შავი შოკოლადი
35 %-იანი ნაღები
50 გრ.კარაქი
200 გრ.თეთრი შოკოლადი(მოსართავად)
200 გრ.შავი შოკოლადი(მოსართავად)
მომზადების წესები ;
დარბილებული კარაქი და შაქარი გათეთრებამდე ავთქვიფოთ .ჯერ კვერცხი შევათქვიფოთ და შემდეგ მშრალი ინგრედიენტები.
ცალკე თასში გადავიტანოთ ცომის 1/3 ნაწილი და გავყოთ 2 ნაწილად.
1 ნაწილს შევურიოთ ყვითელი საღებავი ან ჭარხლის წვენი.თერმული დამუშავებისას წითელი ცომი მიიღებს სტაფილოსფერს.
მე-2 ნაწილს დავუმატოთ კაკაოს ფხვნილი და კარგად მოვურიოთ.
დარჩენილ ცომში შევურიოთ ფორთოხლის ცედრა.
ავიღოთ 20-22 სმ-ის დიამეტრის საცხობი ფორმა და ჩავაფინოთ ქაღალდი.ფორმას ძირში და გვერდებზე წავუსვათ ზეთი .
ცომის სამივე ნაწილი გადავიტანოთ 3 სხვადასხვა საკონდიტრო ფორმაში და გადავანაწილოთ ,წრეები მოვხატოთ გამოსაცხობ ფორმაში ისე,როგორც ეს სქემაზე არის ნაჩვენები.წრეებს შორის დარჩენილი სივრცეები ამოვავსოთ თეთრი ცომით.
ნამცხვარი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20 წუთი.
იგივე პრინციპით გამოვაცხოთ მეორე და მესამე ნამცხვარი .
ნამცხვრები ერთმანეთზე დავალაგოთ .ფენებს შორის წავუსვათ შოკოლადის განაში.შეგვიძლია მესამე ნამცხვარი არ გამოვაცხოთ.სრულიად საკმარისია ორი კექსი.
მოვამზადოთ შოკოლადის განაში :
200 გრ შავი შოკოლადი დავტეხოთ ,დავასხათ 200 გრ.ცხელი ნაღები,დავუმატოთ 50 გრ.კარაქი და მოვურიოთ.მივიღებთ ერთგვაროვან მასას და ზემოდან,გვერდებზე ტორტს წავუსვათ.
შეგვიძლია განში 5-6 საათით შევდოთ მაცივარში და შემდეგ მიქსერით ამოვიყვანოთ .
ორთქლის აბაზანაზე სხვადასხვა თასში გავადნოთ 100 გრ.შავი შოკოლადი და 100 გრ.თეთრი შოკოლადი.შეგვიძლია თეთრ შოკოლადს დავუმატოთ ნარინჯისფერი საღებავი.
ტორტი გავაფორმოთ ზემოდან და გვერდებზე ისე,როგორც ეს სურათზე არის ნაჩვენები.