Chocolate cake Prague. Homemade baking.
5/5

ტორტი პრაღა

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები:

ბისკვიტი:

150 გრ.შაქარი
115 გრ ფქვილი
25 გრ.კაკაო
40 გრ  კარაქი
6 კვერცხი

გამაფხვიერებელი ან სოდა საჭირო არ არის,თუ კარგი ღუმელი გვაქვს.

კრემი:
დარბილებული კარაქი 200 გ
კვერცხის გული  1
შესქელებული რძე  120 გ
წყალი  20 მლ
კაკაო  10 გ
ვანილიანი შაქარი 1 პაკეტი
გარგრის ჯემი  60 გ

მინანქარი:
შავი შოკოლადი 80 გ
კარაქი 80 გ

მომზადების წესები ;

კარაქი გავადნოთ და გავაციოთ.

ერთმანეთში შევურიოთ ფქვილი და კაკაო .

კვერცხის ცილისაგან მოვამზადოთ ბეზე(6 კვერცხის ცილა და 75 გრ,შაქარი).

კვერცხის გულებისა და 75 გრ.შაქრისაგან გოგლი- მოგლი  მოვამზადოთ .

ხის კოვზით ჯერ კვერცხის გულები და ბეზე ულუფობით შევურიოთ ერთმანეთს,შემდეგ კი დავუმატოთ  ფქვილი კაკაოსთან ერთად.

შემდეგ ნაპირებთან მოვასხათ გამდნარი,გაციებული კარაქი.ფრთხილად გადავურიოთ,გადავიტანოთ ფორმაში და წინასწარ გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 30 წუთი.

კრემის მომზადება:

კვერცხის გული,შესქელებული რძე,წყალი შევურიოთ ,დაბალ ცეცხლზე დავდგათ,ვურიოთ განუწყვეტლივ შესქელებამდე.

ავთქვიფოთ კარაქი თეთრ ფუმფულა მასად.შევათქვიფოთ მოხარშულლი კრემი და კაკაო.დავუმატოთ ვანილიანი შაქარი.

ბისკვიტი გავჭრათ 3 ნაწილად.პირველ ორს წავუსვათ კრემი,მესამეს და გვერდებს კი გარგრის ჯემი(სასურველია,რომ ჯემი გავატაროთ საცერში,რომ ხილის მარცვლები შესამჩნევი არ იყოს).

ზემოდან მოვასხათ მინანქარი ( ორთქლზე გამდნარი შოკოლადი და კარაქი).

 

 

 

 

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here