ინგრედიენტები ცომისათვის:
1/2 ლ. მაწონი
1 ჩ.კოვზი სოდა
1 კილო ფქვილი
250 გრ.მარგარინი ან კარაქი
5 კვერცხი
1 კგ.ყველი
1 ჩ.კოვზი მარილი ცომისათვის
მომზადების წესები :
თასში ჩავყაროთ ფქვილი,ჩავახეხოთ მარგარინი,ავაფხვიეროთ ,შუაში გავაკეთოთ ორმო.
მაწონში გავხსნათ სოდა.
მაწონი ფქვილის ორმოში ჩავასხათ, მარილი,3 მთლიანი კვერცხი, 2 კვერცხის ცილა დავუმატოთ და ცომი მოვზილოთ.
ცომი 3 ნაწილად გავყოთ, გუნდები გავაკეთოთ და ცოტა ხნით დავასვენოთ.
ყველი გავხეხოთ, 3 ნაწილად გავყოთ და გავაკეთოთ გუნდები.
გუნდა ავიღოთ,მრგვლად გავაბრტყელოთ, შუაში ყველის გუნდა ჩავდოთ , თავი მოვუკრათ,გავაბრტყელოთ, გამოსაცხობ ფირფიტაზე დავდოთ, კვერცხის გული გახსნილი ცოტაოდენ წყალში გადავუსვათ, დავჩხვლიტოთ ,250 გრადუსზე გამოვაცხოთ.
0