ინგრედიენტები:
500 გრ.ღორის ხორცი
500 გრ.კარტოფილი
100 გრ.ხახვი
ზეთი შესაწვავათ
მწვანილი(კამა და რეჰანი)
სვანური მარილი,წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესები:
ღორის ხორცი საშუალო ზომის ნაჭრებად დავჭრათ და ტაფაზე შევწვათ. დავამატოთ მსხვილად დაჭრილი კარტოფილი და ხორცთან ერთად შევწვათ.
შემდეგ დავუმატოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი,ცეცხლს დავუწიოთ და ვშუშოთ.
ბოლოს დაჭრილი მწვანილი დავამატოთ,კარგად ამოვურიოთ,შევაზავოთ სვანური მარილითა და წიწაკით.
კერძი დავტოვოთ ცეცხლზე 2-3 წუთი,გადავიტანოთ გახურებულ კეცზე,გავაფორმოთ ხახვითა და ბროწეულის მარცვლებით.
0