ინგრედიენტები ცომისათვის:
1/2 ლ. მაწონი
1 ჩ.კოვზი სოდა
1 კილო ფქვილი
250 გრ.მარგარინი ან კარაქი
5 კვერცხი
1 ჩ.კოვზი მარილი ცომისათვის
გულსართისათვის :
1 კგ.ყველი და 7-8 მოხარშული კვერცხი
მომზადების წესები :
თასში ჩავყაროთ ფქვილი,ჩავახეხოთ მარგარინი,ავაფხვიეროთ ,შუაში გავაკეთოთ ორმო.
მაწონში გავხსნათ სოდა.
მაწონი ფქვილის ორმოში ჩავასხათ, მარილი,3 მთლიანი კვერცხი, 2 კვერცხის ცილა დავუმატოთ და ცომი მოვზილოთ.
150 გრამიანი გუნდები გავაკეთოთ.
კვერცხი მოვხარშოთ,ცივი წყალი გადავავლოთ,გავფცქვნათ ,შუაზე გავჭრათ.
იმერული ყველი გავხეხოთ,მოვზილოთ.
გავშალოთ ცომის გუნდა,შუაში ჩავდოთ 100 -120 გრ.ყველი,კვერცხი დავალაგოთ ,თავი მოვუკრათ,მივცეთ ნახევარმთვარის ფორმა.
ღვეზელს გადავუსვათ კვერცხი,180 გრადუსზე გამოვაცხოთ.
2+