ჩვენი დღევანდელი ტორტი ხილით არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულ უნარებს. ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ არის შაქარი, კარაქი და სურნელოვანი ვაშლისა და ქლიავის კალათა! დიახ, დიახ, ეს მხოლოდ საკმარისია ბაზის მოსამზადებლად. ერთადერთი, რაც აუცილებელია ხილი უნდა დავჭრათ და თანმიმდევრობით დავაწყოთ,შაემდეგ ჩვენ უფრო მეტს მივიღებთ, ვიდრე უბრალოდ გემრიელ ვაშლის ტორტი საფრანგეთიდან.
ინგრედიენტები :
200 გრ.ქლიავი
300 გრ.შაქარი
10 გრ.შაქრიანი ვანილი
2 კვერცხი
80 მლ.რძე
10 გრ.გამაფხვიერებელი
170 გრ.კარაქი
200 გრ.ფქვილი
2 ს.კოვზი წყალი
მომზადების წესები :
გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსზე.
150 გრ.კარაქი ავთქვიფოთ 150 გრ.შაქართან ერთად,დავუმატოთ 2 კვერცხი,80 მლ.რძე და მშრალი ინგრედიენტები( ფქვილი,ვანილი,გამაფხვიერებელი).
პატარა ქვაბში ჩავდოთ 20 გრ.კარაქი,150 გრ.შაქარი დავაყაროთ და 2 ს.კოვზი წყალი დავასხათ და მოვადუღოთ ქარვისფერი კარამელი.
ქლიავი გავრეცხოთ ,კურკები გამოვაცალოთ და გავყოთ 2 ნაწილად.
22 სმ დიამეტრის ფორმა შევახვიოთ ფოლგაში ( კარამელმა რომ არ გამოჟონოს),დავასხათ ძირზე კარამელი,დავალაგოთ ნახევარი ქლიავი კანით ზემოთ და დავასხათ ცომი.
გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 35 წუთი.
ბისკვიტი კარგად გავაციოთ,დიდი ზომის თეფში დავახუროთ და გადმოვაბრუნოთ.