ინგრედიენტები :
3 კგ. ტყემალი
3 კგ. შაქარი
ვანილი
მომზადების წესები :
ყვითელი ტყემალი გავრეცხოთ, ჩავყაროთ ალუმინის ქვაბში და გავთუთქოთ.
მოთუთქული ტყემალი მოვათავსოთ თუშფალანგზე და გავაჩეროთ მთელი ღამე, რომ კარგად დაიწრიტოს.
ტყემალი გავხეხოთ ,ავწონოთ და დავაყაროთ იგივე რაოდენობის შაქარი.
ტყემლის პიურე დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ შესქელებამდე,პერიოდულად ვურიოთ ხის კოვზით,რომ შაქარი კარგად გაიხსნას.
მოდუღებული ჯემი ცხელ-ცხელი ჩავასხათ ქილებში და კარგად მოვხუფოთ.
ამ რეცეპტით მოდუღებული ტყემლის ჯემი მარმელადივით სქელი გამოდის და ძალიან გემრიელია!
0