ინგრედიენტები :
4 ატამი და 1 ჭიქა ტყემალი
2 ლიტრა წყალი
2 ჭიქა შაქარი
3 ლიტრინი ქილა
მომზადების წესები :
ხილი გავრეცხოთ.
ატამი დავჭრათ და ტყემალს მოვაცალოთ კურკები.
სამლიტრიანი ქილა ავავსოთ ნახევრამდე.
2 ლიტრა წყლით და 2 ჭიქა შაქრით მოვადუღოთ სიროფი.
სიროფი ჩავასხათ ქილაში, გავაპიპინოთ , დავახუროთ თავსახური და გავაგრილოთ.
ქილიდან გადმოვასხათ სიროფი და მოვაუღოთ.
ხილს დავასხათ სიროფი, ქილა ბოლომდე გავაპიპინოთ და სწრაფად მოვხუფოთ,გადმოვაბრუნოთ და ისე გავაგრილოთ.
ინგრედიენტები :
4 ატამი და 1ჭიქა ტყემალი
2 ჭიქა შაქარი
2 ლიტრა წყალი
3 ლიტრიანი ქილები
მომზადების წესები :
ხილი გავრეცხოთ.
ატამი დავჭრათ და ტყემალს მოვაცალოთ კურკები.
სუფთა, სტერილურ ქილები ნახევრამდე ავავსოთ ხილით.
მოვადუღოთ სიროფი ,ჩავასხათ ქილებში და ავავსოთ ბოლომდე, გავაპიპინოთ.
ქილებს თავზე დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ გაგრილებამდე.
ქვაბში ჩავასხათ თბილი წყალი, ჩავალაგოთ ქილები. წყალი ავადუღოთ და ქილებს 10 წუთი გავუკეთოთ სტერილიზაცია. 2 ლიტრიან ქილით კომპოტს ვუკეთებთ 15 წუთი სტერილიზაციას და 3 ლიტრიან ქილებით კი 20 წუთი.
ქილა მოვხუფოთ და გადმოვაბრუნოთ ,ისე გავაგრილოთ.